სიახლეები
September 29, 2021

ახლა უკვე ილონ მასკი ხმარს უჭერს კრიპტოვალუტას ...

რეგულატორები განაგრძობენ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შევიწროვებას ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მხარდაჭერას უცხადებს და შეუძლებლად მიიჩნევს მის განადგურებას.

“ჩემის აზრით შეუძლებელია კრიპტოს განადგურება, თუმცა ქვეყნების მთავრობებს აქვთ ბერკეტი რომ შეაჩერონ მისი განვითარება” განაცხადა მასკმა კალიფორნიაში მიმდინარე კოდ კონფერენციაზე, CNBC-ს ცნობით. მასკის თქმით კრიპტოს დეცენტრალიზებულობა ჩინეთის მთავრობისთვის გამოწვევაა, რაც ლოგიკურად მასთან ახალ ომში გადაიზარდა. “როგორც ჩანს კრიპტოს ფუნდამენტალი განსაზღვრულია ცენტრალიზებული მთავრობის პოზიციების შესუსტებისკენ” განაცხადა მან “მათ კი ეს არ მოსწონთ”. მისი თქმით ეს ომი ასევეა დაკავშირებული ქვეყნის ელექტროენერგიის პრობლემებთან. “ნაწილობრივ ეს ქმედება შესაძლებელია ელექტროენერგიის სიმცირესთან იყოს დაკავშირებული. სამხრეთ ჩინეთში დიდი პრობლემებია, რადგანაც მოთხოვნა მეტია მიწოდებაზე და ამაში კრიპტო მაინინგიც თამაშობს როლს”.

მიუხედავად იმისა, რომ მასკი თავის თავს კრიპტო ექსპერტად არ მიიჩნევს, იგი სახალხოდ გამოთქვამს თავის აზრს და ამბობს, რომ რეგულატორები არ უნდა უშლიდნენ ხელს კრიპტოს განვითარებას. როდესაც მას ჰკითხეს თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კრიპტოს რეგულირების თვალსაზრისით, მან განაცხადა: “მე ვიტყოდი: {არაფერი მოიმოქმედოთ}”

მასკი მოქმედებს როგორც კრიპტო ინფლუენსერი. ტვიტერზე მისი განცხადებების შემდეგ აღინიშნება სხვადასხვა მონეტის ფასის მკვეთრი ზრდა. ასეთები იყო შიბა ინუ (SHIB), დოგი (DOGE) და თვით ბიტკოინიც. 2021 წლის მაისში დიდი კრიტიკის მსხვერპლი გახდა როდესაც მაინინგის ზიანის მიზეზით მან ბიტკოინით გადახდა გააუქმა. მანამდე იმავე წლის თებერვალში თავისი შენაძენით, რომელიც ითვლიდა